უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე

26 ივნ 2022

უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკამ, Financial Time-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის შეუძლებელია.

„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები, არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკამ.

როგორც აღნიშნა, უკრაინა  ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, როგორც პარტნიორის ნებისმიერი ხსენების წაშლას ელის.