გადადგეს პრემიერი და დაინიშნოს მთავრობა ახალი შემადგენლობით - მოთხოვნები აქციიდან  

25 ივნ 2022

სახალხო  მოძრაობა ხელისუფლებას რამდენი მოთხოვნას უყენებს და დროს 3 ივლისამდე აძლევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი  მოთხოვნები არ შესრულდება აქციები ქვეყანაში არ შეწყდება.

აქციაზე "შინ ევროპისკენ"  შეკრებილებმა  გუშინ 2 სიახლე მოისმინეს, რომელიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ეხებოდა.

ერთი არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მეორე კი, ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს.

მიზანი კი, იმ 12-ვე პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა.