საოკუპაციო ძალების უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე
24 ივნ 2022
გორში, სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკანონო სამუშაოებს ასრულებენ. ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.