მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

24 ივნ 2022

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის ვინაობა ცნობილია.  

ათეულშია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი  5 ოქტომბერს გამოვლინდება  და   „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან  15 000  ლარი გადაეცემა.  საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოვებს.

ღონისძიება  საქართველოში  2017 წლის 13 მაისიდან ტარდება,  და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.