ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

24 ივნ 2022

„სოლიდარობის მარში“ - ამ სახელწოდებით   ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით  ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.  

2021 წლის 20 ივნისს, ბათუმი შეუერთდა   გლობალურ კამპანიას , როდესაც ბათუმის მერმა თავისი ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მხარდაჭერა და ქალაქის ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობა.

ყოველწლიურად ლტოლვილთა დღე  100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება,  რომელშიც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.  

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ   რეზოლუციით მიიღო  გადაწყვეტილება, რომ 2000 წლის 20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღე აღენიშნათ.