წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება ხელვაჩაურში

23 ივნ 2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' ფარგლებში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. პროგრამა ითვალისწინებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების  დაფინანსებას, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.