პრემიერის განცხადება ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე - გამოხმაურება ენმ-ში

23 ივნ 2022

ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის  დახურვა -  პოლიტიკური დავალებაა.  

აკრიტიკებენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ამბობენ, რომ პრემიერმა გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახსა და ახლობლებს სტრასბურგის სასამართლოსკენ ტრიბუნიდან ცინიკურად მიუთითა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა შეიცვლება და ეს საქმე თაროდან აუცილებლად ჩამოვა.