საქართველოს რკინიგზა 24-27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

23 ივნ 2022

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გამოვა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გავა.

რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.