აშშ დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტების მთავარ მიზანს ასახელებს

22 ივნ 2022

ვაშინგტონში დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტების  მთავარი მიზნები დაასახელეს. ,,ყველა საკითხი უკრაინის ომს უკავშირდება რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა“- ამის შესახებ  სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტები ივნისის ბოლოს გაიმართება. 

ჯონ კირბის განცხადებით,  ვაშინგტონის მთავარ მიზნებს შორის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გაძლიერებაა დემოკრატიული, სუვერენული უკრაინისადმი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრისთვის რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, საერთაშორისო ეკონომიკისთვის გამანადგურებელი რისკების მართვა, კერძოდ, საწვავის და სურსათის ფასების ზრდა და  მსოფლიოს საინფორმაციო ხედვის ჩამოყალიბებაა.