უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვის ფაქტი

22 ივნ 2022

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე  ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებული,  საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით  ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი.