ინფრასტრუქტურული სამუშაოები გონიო-კვარიათში

21 ივნ 2022

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

პროექტის ფარგლებში ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონი და ტრენაჟორები.  სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 300 ათასამდე ლარს შეადგენს.