მდინარე ჭოროხში მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ, რომელიც დინებამ გაიტაცა

21 ივნ 2022

მდინარე ჭოროხში, მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ, რომელიც დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით ის ჭოროხის კალაპოტში ინერტული მასალის ამოღებაზე მუშაობდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მამაკაცს დრონებისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ეძებენ.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო-დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებიან. 

 

 

ფოტო: მერაბ ღოღობერიძე