პარლამენტში ხვალ პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

21 ივნ 2022

რას აკეთებს და რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც ოპოზიცია ხვალ პრემიერს დაუსვამს.

ირკვევა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდება უმრავლესობაც.

პრემიერმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება ხვალ უნდა გააცნოს. დაგეგმილია დებატებიც.