უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარაში

20 ივნ 2022

აჭარის ტურისტულ პოტენციალს  უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები ეცნობიან. მედიატურის მიზანი რეგიონის პოპულარიზაციაა, ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ბლოგებს ამზადებენ.

მედიატური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და  Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით იმართება.

უზბეკეთიდან ფრენები აჭარაში წელს პირველად დაიწყო.

ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება