თეა ახვლედიანმა ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა

19 ივნ 2022

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

დისტანციურ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.