ომი უკრაინაში – დღე 115

18 ივნ 2022

ბოლო ინფორმაციით ოკუპანტები მთელი ძალებით ცდილობენ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების აღებას საზღვრის გავლების მიზნით, თუმცა ვერ ახერხებენ. ისევ რთული ვითარებაა დონბასში.საოკუპაციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს სევეროდონეცკსა და ბახმუტის გზატკეცილის მიმართულებით.

მსხვერპლი მოჰყვა ლისიჩანსკში აფეთქებას, ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა 7 კი დაშავდა.

მიკოალევში განხორციელებულ საჰაერო იერიშს კი 2 ადამიანი ემსხვერპლა. კონტრშეტევაზე არიან გადასული უკრაინელებიც.ისინი ოკუპანტებს იზიუმთან უტევენ რათა ხელი შეუშალონ მათ სლოვიანსკზე თავდასხმას.