ქალთა საერთაშორისო კონფერენცია

17 ივნ 2022

,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ - ქალთა საერთაშორისო  კონფერენციას თბილისი მასპინძლობს.

ამ ტიპის ღონისძიება  პირველად ტარდება რეგიონში და აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ქალებს - პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტების ტრაგედია.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება.