„რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია“ - სერგეი ლავროვი

17 ივნ 2022

რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ თავი ისეთი, როგორებიც ვართ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში არ შეჭრილა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცხადება კი, გარდაუვალი ნაბიჯი იყო, რადგან დასავლეთის მიერ უკრაინის ნატო-ში ჩათრევა დანაშაულებრივი საქმიანობაა. როგორც ლავროვი აღნიშნავს, უკრაინაში ამ დრომდე იმყოფებიან ნაცისტები.