ევროპის ლიდერები უკრაინაში

16 ივნ 2022

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ. 4 ევროპული ქვეყნის ლიდერმა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებიც დაათვალიერა ირპინში.

ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა.

ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.