ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

16 ივნ 2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში  შედგა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრი საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ბრიუსელში „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში საქართველო  პირველად  მონაწილეობდა. ამ ფორმატის ფარგლებში ნატოს-ს თავდაცვის მინისტრები მესამედ შეიკრიბნენ.  

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს.

საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.