ქართველები ევროტურნირებს იწყებენ

15 ივნ 2022

ცნობილია კონფერენსლიგაზე მოასპარეზე სამი ქართული კლუბის მეტოქეთა ვინაობა. ექს-ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტონურ „ჰაიდეს“ შეხვდება, საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ ალბანეთის „პარტიზანს“, ხოლო გორის „დილა“ ფინურ კუოპიუს კუპს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება „დინამო“ ბათუმს, საქართველოს ჩემპიონს წილად ბრატისლავისსლოვანი“ ხვდა.

ზღვისპირელებთან მოსალოდნელ დაპირისპირებას სლოვაკური გუნდის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი გამოეხმაურა.