დავით ყიფიანის თასის მეორე ეტაპის წყვილები ცნობილია

14 ივნ 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე და მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

მომდევნო ეტაპის საგზური ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 7 ივლისს გაიმართება.

24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე  ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება. 

ამის შემდეგ მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ''დინამო''ბათუმი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ''საბურთალო'' დაემატებიან. 

მეორე ეტაპზე  7 ივლისს 4 აჭარული კლუბი ითამაშებს: 

  • მაჭახელა  - ზესტაფონი;
  • შუქურა 2 - ვარკეთილი;
  • ბსუ  - კოლხეთი 1913;
  • გონიო - გურია.

მეთექვსმეტედფინალში კი 7 აგვისტოს ქობულეთის ''შუქურა''  ''გაგრას'' დაუპირისპირდება.