ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეი რუბლოვი დაამარცხა

13 ივნ 2022

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ ეტაპზე რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლოვი დაამარცხა.

ნიკამ მსოფლიოს მე-8 ჩოგანს  ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

ამ გამარჯვების  შემდეგ  ნიკოლოზმა ანდრეისთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა და 3:3 გახადა.

30 წლის ქართველი მერვედფინალში  გერმანელ ოსკარ ოტესა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩის შორის  გამარჯვებულს შეხვდება.