თორნიკე რიჟვაძე გალიფ ოზთურქის დაკავებაზე

13 ივნ 2022

„თუ ვინმეს ეგონა, რომ კონკრეტულ პირებს იმუნიტეტი ექნებოდა ეს ასე არ არის“ - განაცხადა გალიფ ოზთურქისა და გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის საპასუხოდ თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ხელშეუხებელი არავინაა და კანონის წინაშე ყველა თანაბარია.