ძეგლზე გამოვლენილი დარღვევის გამო კომპანია ჯამში 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

13 ივნ 2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში ნოდარ დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ ძეგლზე გამოვლენილი მშენებლობის დარღვევის გამო ერთ-ერთი კომპანია განმეორებით დააჯარიმა.

თავდაპირველად 7 მარტს სააქციო საზოგადოება „ჟასმინი“ უნებართვო განხორციელებული სამუშაოების გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო კომპანიას სამმაგი ოდენობის ფინანსური  სანქცია დაეკისრა.