თორნიკე რიჟვაძე სანქციებზე, გალიფ ოზთურქზე და ოპოზიციაზე

13 ივნ 2022

გახდება თუ არა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი და მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?  ევროკავშირის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მანამდე კი ისევ  გვესმის ხელისუფლებისგან  კრიტიკა რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო. 

მაგალითად, დოკუმენტის  შინაარსი და ჩანაწერები სიყალბედ შეაფასა დღეს თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც უმაღლეს საბჭოში გაკეთებული სკანდალური ფრაზის შემდეგ მედიასთან რეგიონში პირველად გამოჩნდა.