ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

12 ივნ 2022

ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო საჭიროებები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზნების განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

დოკუმენტი, მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ასახავს.