სკანდინავიის ქვეყნებში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იწყება

12 ივნ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს - ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა.

დაგეგმილია შეხვედრები დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის სამეფო ოჯახებთან და ასევე პარლამენტის წევრებთან. 

ფინეთში კი შალვა პაპუაშვილი თავის იქაურ კოლეგას შეხვდება