გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

12 ივნ 2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელი ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად შედგება.

მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და ამის შესახებ Bild-მა ინფორმაცია უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წრეებიდან მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" სამიტამდე იქნება.