თავდაცვის მინისტრი პარლამენტში

09 ივნ 2022

თავდაცვის მინისტრის ანგარიში კანონმდებლებს. ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ოკუპაცია და უკრაინაში შეჭრა იყო ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ გამოკვეთილი აქცენტები.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველ ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება.