ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

09 ივნ 2022

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 81- ხმით მიიღეს.

''ნაციონალური მოძრაობა'' უდუმაშვილის ნაცვლად პარლამენტში სხვა წევრს ვერ შეიყვანს, რადგან სია ''ჩახსნილი'' აქვს. 

ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა.

ამბობს, რომ საქმიანობას მედიაში განაგრძობს.