პარლამენტში თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

09 ივნ 2022

უკრაინაში რუსეთის ქმედებების ფონზე, საჭიროების შემთხვევაში, საქართვლოს თავდაცვის ძალების მზადყოფნა და  სავალდებულო ჯარის რეფორმა- ეს არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა. 

მმართველ გუნდს კი აინტერესებს ნატოსთან დაკავშირებით გეგმები  და საქართველო - ამერიკის ურთიერთობის ასპექტი.

ჯუანშერ ბურჭულაძე  "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.