თემურ ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

09 ივნ 2022

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.  თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.  

დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი. 

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 წელს - საქართველოს სახალხო არტისტი. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები.