სარკინიგზო კატასტროფა ირანში

08 ივნ 2022

ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი და დაშავებულია 50-ზე მეტი მგზავრი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ინფორმაციით, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.