შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორთან

08 ივნ 2022

საქართველოს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის საქმეში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის როლზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტები და პარლამენტის გაძლიერების პროცესში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შემდგომი ჩართულობის შესაძლებლობები.