მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი

08 ივნ 2022

ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტის  დაბის მოსახლეობისთვის გაცნობა  დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროექტი დაგეგმოს, იმ შემთხვევაში თუკი მისი იდეა გაიმარჯვებს, მერია  ამ პროექტს განახორციელებს. 

იდეის მაქსიმალური  ღირებულება 60 ათასი ლარი უნდა იყოს. განაცხადების  21 ივნისამდე გაგრძელდება. 

იდეებს სპეციალურად შერჩეული საბჭო გადაარჩევს, მეორე ეტაპზე გადასულებს კი  მოსახლეობა ხმის მიცემის პრინციპით  შეარჩევს.

არჩევნები ივლისის  მეორე ნახევარში ჩატარდება.  გამარჯვებული იდეების  განხორციელებას მერია მომავალ წელს დაიწყებს.