იაპონია კიდევ ორ რუსულ ბანკს სანქციებს უწესებს

07 ივნ 2022

იაპონია უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდება „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“. 

გარდა ამისა, იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა ერთი ბელარუსული ბანკი – „ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“.