ჩაქვში მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა

06 ივნ 2022

ჩაქვში მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს უეცრად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ერთი მსუბუქი დაზიანებით ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მეორემ კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.