ნათია თურნავას მოსმენა პარლამენტში

06 ივნ 2022

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ნათია თურნავას მოუსმინეს, ყოფილი მინისტრი კომიტეტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსით ესწრებოდა. გამოსვლის შემდეგ მან დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საკუთარ გამოცდილებას, ეროვნული ბანკის წინსვლისა და განვითარებისთვის გამოიყენებს, სულ კი პრიორიტეტად 3 საკითხი დაასახელა.

აქედან, მნიშვნელოვანი აქცენტი ინფლაციაზე გაკეთდა, ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების,ინოვაციებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.