როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა? - ტრენინგი 

06 ივნ 2022

„როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“  - ამ  თემატიკაზე  საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი ტრენინგს ატარებს.

სემინარის მიზანი - მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავებაა.

შემაჯამებელ ტრენინგზე განიხილება საკითხები - მეწარმეობა და ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირითადი ფინანსური და იურიდიული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია და მარკეტინგული მოდელის შემუშავება.

მეწარმეებისთვის ტრენინგები ევროკავშირის  შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ტარდება.