ენმ: რატომ არ ფუნქციონირებს ცეცხლაურის ნაგავსაყრელი?

06 ივნ 2022

ქობულეთის ნაგავსაყრელის უფუნქციობასა და დახარჯულ მილიონებზე საუბრობს ''ნაციონალური მოძრაობა''. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ცეცხლაურის ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზა პრობლემურია, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი და ობიექტი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - დაჯარიმებული.

ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრობს ბათუმის ნაგავსაყრელის პრობლემაზეც.

რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს მიმართავს, დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით, მოიწვიონ ქალაქის მერი და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი.