ორი ახალი სკვერი თამარ მეფის გზატკეცილზე

06 ივნ 2022

თამარ მეფის გამზირზე ორი ახალი  სკვერი აშენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა.

სკვერების რეკონსტრუქცია-მშენებლობა თამარ მეფის გზატკეცილის #20-სა და რელიგიის მუზეუმთან მიმდინარეობს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.