ტურნირი ფარიკაობაში

05 ივნ 2022

ბათუმში გრძელდება საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს  სახელით მოასპარეზე ჯამში 200-მდე მოფარიკავე მონაწილეობს. გუშინ შეჯიბრება რაპირით ფარიკაობაში გაგრძელდა.

2009 -2011 წლებში  დაბადებულ გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ბათუმის სპორტის სასახლის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ნინო ტუღუში და ელენე თურმანიძე მესამე  ადგილზე გავიდნენ. დღეს ტურნირს დაშნით მოფარიკავეები დაასრულებენ.