"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

04 ივნ 2022

"ბორჯომის" ქარხნის გაფიცული მუშები აქციებს თბილისში, კანცელარიასთანაც გამართავენ. ისინი 2-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ, ხელმძღვანელობასთან შუამავლობას კი პრემიერ-მინისტრს სთხოვენ.

"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. გუშინ მათ სადისტრიბუციო მანქანების მძღოლებიც შეუერთდნენ.

გაფიცული თანამშრომლები ახლა სასამართლო სარჩელს ამზადებენ, რომლითაც ცნობილი ქართული ბრენდის ანგარიშების საბოლოო დაყადაღებას მოითხოვენ.