პოლიტიკური მხარეების ურთიერთბრალდებები გრძელდება

04 ივნ 2022

რატომ იმსახურებს საქართველო ისტორიული შანსის გამოყენებას და ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა. 

პანელური დისკუსია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ამბიციურ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც  2012 წლიდან ტარდება: მათ შორის სასამართლოს, მასმედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის კონსოლიდაციის სფეროში.

პრემიერის ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლას  ოპოზიცია აფასებს.