სტუდენტთა აქცია თსუ-ში

03 ივნ 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა დაიკავეს კანცელარია. გამოცდების ონლაინ ფორმატში და სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნას, რექტორის გადაყენების საკითხიც დაემატა, რაზეც ხელმოწერებს აგროვებენ.  თსუს- ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ  ისინი ითვალისწინებენ მოთხოვნებს, სწორედ ამიტომ განიხილავენ სხვა ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას. სტუდენტებს უკვე შესთავაზეს, რომ გამოცდები თბილისის გარდა ქუთაისსა და ახალციხეში შეუძლიათ ჩააბარონ.