03 ივნ 2022
ერთ საათზე მეტია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.
სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს ინფორმაციას დახურული ფორმატის ფარგლებში აცნობს. ძირითადად კითხვები თეა ახვლედიანის მისამართით რეგიონში არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაისმება, ასევე საუბარი შეეხება ქვეყნის ინფორმირებულობას აფხაზეთსა და ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით.