''ბორჯომის'' თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება

03 ივნ 2022

''ბორჯომის'' ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს გადაწყვეტენ რა ფორმით  გაგრძელდება დედაქალაქში დაგეგმილი პროტესტი. 

მოთხოვნები უცვლელია: სამსახურიდან გათავისუფლებული 50 ადამიანის აღდგენა; ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. უვადო ხელშეკრულებების  გაფორმება.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გუშინ შეხვედრა გაიმართა კომპანიის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა შორის, თუმცა უშედეგოდ.

დღეს აქციის მიმდინარეობისას მცირედი ინციდენტი მოხდა კომპანიის დაცვის თანამშრომლებთან.