პრემიერის ვიზიტი ბრატისლავაში

03 ივნ 2022

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე ბრატისლავაში - დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

მსჯელობის მთავარი თემა, აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება იქნება.

განხილვაში მონაწილეობას იღებს მოლდოვას პრეზიდენტი. 

ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში,  ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.