მარტოხელა მშობლის სტატუსს მამებიც მიიღებენ

02 ივნ 2022

მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების პროცედურები იცვლება. კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.